დილის 7 საათსა და 15 წუთზე საარჩევნო უბანზე მისულს წილისყრა ჩატარებული დამხვდა. უბანზე შესვლის შემდეგ, სათვალეებიანმა მდივანმა სარეგისტრაციო ჟურნალში გამატარა, ჩემს სააკრედიტაციო ბარათს რამდენჯერმე შეავლო თვალი და უბნის დათვალიერებაც დავიწყე. პირველივე წუთებში, რატომღაც, კომისიის თავმჯდომარის, მიხეილ ჩერქეზიშვილის ყურადღება მივიქციე, რომელმაც მკაცრი ტონით მითხრა: „ასე თავისუფლად ნუ გადაადგილდებით, დამკვირვებლების ადგილი აქეთაა“, და მიმითითა მარჯვენა მხარეს კარისკენ, სადაც ნაკადის მომწესრიგებელი იდგა. თავიდან ვიფიქრე, ხომ არ მეხუმრება ამხელა უბნის ამხელა კომისიის თავმჯდომარე მეთქი და შემდეგ ვუპასუხე: „უბანზე თავისუფლად შემიძლია გადავაადგილდე, ისე რომ კომისიის მუშაობას ხელი არ შევუშალო“... „აი, მე სადაც გეტყვი, შენ იქედან დააკვირდები არჩევნებს“, და კიდევ ერთხელ მიმითითა მარჯვენა კუთხისკენ. კომისიის თავმჯდომარის პასუხმა რამდენიმე დამკვირვებლის აღშფოთებაც გამოიწვია და საბოლოოდ გაირკვა რომ, დამკვირვებლებს თავისუფლად გადაადგილება და არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურისთვის თვალყურის დევნება შეგვეძლო.
საარჩევნო უბანზე რამდენი ამომრჩეველიცაა, იმდენი ბიულეტენი უნდა გამოიყოს. 31–ე უბანზე 1402 კაცი იყო რეგისტრირებული, რომლებისთვისაც მხოლოდ 1300 ბიულეტენი იყო გამოყოფილი. კომისიის თავჯდომარის მოადგილემ, თამუნა მაჩიტაძემ ეს ფაქტი შემდეგნაირად განმარტა: „კი არის სიაში 1402 ამომრჩეველი, მაგრამ ყველა კი არ მოვა არჩევნებზე. აი შენ თვითონაც ნახავ, ბოლოს ბიულეტენები მოგვრჩება კიდეც“.
უბანი ზუსტად 8 საათზე გაიხსნა. საბურთალოზე მესამე საარჩევნო ოლქის 31–ე უბნის 6 საფეხურიანი კიბის ავლის შემდეგ, ყველა ამომრჩეველს ხმის მისაცემად, ერთი და იგივე პროცედურა უნდა გაევლო. 3 საათის განმავლობაში ამომრჩეველთა სიმრავლეს 10–15 კაციანი რიგებიც ადასტურებდა. დილის საათებში ამომრჩეველთა მხრიდან პრეტენზიები, ძირითადად, იმით შემოიფარგლებოდა, რომ ისინი საარჩევნო სიებში საკუთარ თავს ვერ პოულობდნენ. ორჯერ დავაფიქსირე, რომ ერთი და იგივე რეგისტრატორმა ამომრჩეველს მარკირება მარცხენა ხელზე გაუკეთა. კომისიის თავჯდომარემ ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა: „ყველანი ადამიანები ვართ და შეცდომა ვის არ მოგვსვლიაო“.
შეცდომები კომისიის თავჯდომარეს და მოადგილეს გადასატან სიებთან დაკავშირებითაც მოსვლოდათ. ასაკში შესულ წყვილს, რამდენიმე დღით ადრე, გამეოთქვა გადასატანი ყუთით სარგებლობის სურვილი. მისამართზე მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ოთარ ცხადაძეს ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. მის მეუღლეს ნონა ჩხაიძეს კი უბანზე მისვლა იმის გამო უწევდა, რომ გადასატანი ყუთით სარგებლობის თაობაზე არა ნონა ჩხაიძის, არამედ ნინო ჩხაიძის გრაფაში აღენიშნათ. როგორც წესი, ვისაც გადასატანი ყუთით სარგებლობა სურს, მათ სახელებს, გვარებს და მისამართებს კომისია ცალკე ფურცელზე გადაწერს, ხოლო მთავარ სიაში კომისიის თავჯდომარე და მოადგილე ხელს მოაწერენ, რათა ვინც გადასატანი ყუთით ისარგებლებს, საარჩევნო უბანზე რომც მივიდეს ვერ გააყალბებს – ხმას კიდევ ერთხელ ვერ მისცემს.
საარჩევნო უბანზე კი მოვიდა ნინო ჩხაიძე, რომლის სახელის და გვარის გასწვრივ ხელი უკვე მოწერილი იყო. როცა უთხრეს რომ ხმის მიცემას ვეღარ შეძლებდა, უკმაყოფილო სახით, რეგისტრატორს პირადობის მოწმობა გამოართვა და საარჩევნო უბნიდან გავიდა. ქალბატონმა ნინომ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ რეგიონიდან 9 წლის შვილიშვილთან ერთად, სპეციალურად, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა: „ვერაფერს ვერ შევცვლი. მითხრეს, რომ ხმის მიცემა არ შემიძლია, მეც წავალ სახლში და დავჯდები, სხვა რა ვქნა“. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომისიის თავჯდომარის მოადგილემ კვლავ განმარტა, რომ ისიც ადამიანია და შეცდომა მოუვიდა.
გადასატან ყუთს კომისიის 2 წევრი და ორიც დამკვირვებელი ვახლდით. ყუთის მომლოდინე ასაკში შესული ადამიანები განმარტებას იმის თაობაზე, რომ საარჩევნო უბნიდან მათთან მივედით, აღარ გვაცლიდნენ. სახლში შეგვიპატიჟებდნენ, ბოდიშს მოიხდიდნენ რომ სახლი დასალაგებელი იყო, ხშირად ტკბილეულსაც გვთავაზობდნენ და ხმის მიცემის პროცედურაც იწყებოდა. ბიულეტენის შემოხაზვის დროს, ზოგიერთი ოთახიდან გასვლას ამჯობინებდა. ვინც ადგილზე შემოხაზვას დააპირებდა კომისიის წევრებს ვთხოვდი რომ მათკენ თავლი არ გაპარვოდათ. იყო გაუთვალიწინებელი შემთხვევებიც: ერთმა ამომრჩეველმა ნომრის შემოხაზვის ნაცვლად კანდიდატის სახელი და გვარი შემოხაზა, რაც მისმა მეუღლემ შენიშნა და ჩვენც გვაჩვენა. ხმის დათვლის დროს ეს ბიულეტენი არ გაბათილებულა. ერთ ერთმა ამომრჩეველმა ბიულეტენი რომ გადაიკითხა, გულმოსულმა შემოგვხედა და გვისაყვედურა: „ჩემი კანდიდატი ბიულეტენში არ წერიაო“ და თვითონ შეეცადა ბიულეტენში კორექტივების შეტანას. ერთი ქალბატონი კი, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, დაჟინებით გვთხოვდა რომ მისთვის ლექსი დაგვეწერა. მან აღნიშნა რომ, მისი 10 წლის უკან გარდაცვლილი და გადასატან ყუთს მთელი დღე ელოდებოდა, მაგრამ არ მიუტანეს. ამის გამო ის ძალიან განაწყენებული იყო. გადასატან სიებში სულ 28 ამომრჩეველი იყო, მათგან 24 ხმის მიცემა შეძლო, ერთი აღნიშნულ მისამართზე არ იმყოფებოდა. ერთის მისამართზე განგვიმარტეს რომ რემონტი მიმდინარეობდა და ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ერთ ამომრჩეველთან არ მივედით, რადგან მისამართი ვერ ვიპოვეთ. ერთი ამომრჩეველი კი, რომელსაც ხარატინა ერქვა და არ ვიცოდით კარზე დაკაკუნების შემდეგ ქალბატონი ხარატინა მოგვეკითხა თუ ბატონი, მეზობელმა გვითხრა, რომ გარდაიცვლილიყო 1 დღით ადრე. კომისიის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ დაგვეკაკუნებინა კარებზე. როცა გვითხრეს რომ ქალბატონი ხარატინა გარდაიცვალა, მივუსამძიმრეთ და წამოვედით.
არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა ზუსტად 8 საათზე დამთავრდა. სიის მიხედვით, 1402 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 712 ადამიანმა მიიღო (გადასატანი ყუთის ჩათვლით). 340 ხმით მერობის კანდიდატად გიორგი უგულავა დასახელდა. საუბნო პროპორციულის გამარჯვებულად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 314 ხმით გამოვლინდა. საუბნო მაჟორიტარულის მიხედვით, 335 ხმით დავით გელაშვილი აირჩიეს. უბნის მეორე ადგილოსნად კი ალიანსი, მისი მაჟორიტარი და მერობის კანდიდატი გამოვლინდა.
როგორც წესი, 8 საათზე საარჩევნო უბანი იკეტება და კარის გახსნა იკრძალება, თუ უბნიდან წასვლას არავინ აპირებს, ხოლო თუ ვინმე უბანს დატოვებს, მას უკან დაბრუნების უფლება აღარ აქვს. საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ხმის დათვლის პროცესის დროს 6 ჯერ გააღო უბნის კარი სხვადასხვა მიზეზის გამო. კარის პირველად გაღების მიზეზი უბნის დაცვა იყო, რომელსაც თურმე შესცივდა და ნება ითხოვა, იქნებ შენობაში შემოეშვათ. მეორედაც იგივე დაცვის გამო გაიხსნა კარი, რომელიც ამჯერად დაღლილიყო და სკამი მოითხოვა. კომისიის თავჯდომარემ თხოვნა შეუსრულა. კარის შემდეგი გახსნა პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანს მიეძრვნა, რომელიც მანამდე არ მენახა (ეს არ იყო უბნის დაცვა). ის კომისიის თავჯდომარეს ღია კარებში მანამდე ესაუბრებოდა, სანამ დამკვირვებლებმა რამდენიმე შენიშვნა არ მისცეს. კარის შემდეგი გახსნის მიზეზიც უბნის დაცვა იყო, კომისიის თავჯდომარეს განვუმარტე, რომ უკვე მეოთხედ იხსნებოდა კარები. მან თითები გაშალა და ირონიულად მითხრა, რომ 5 ჯერ კარის გახსნის უფლება ქონდა. ამის შემდეგ კიდევ 2 ჯერ გაიხსა უბნის კარი.
უბანზე ხმის დათვლის პროცედურა ნელი ტემპით მიმდინარეობდა: ყავა დალიეს, ცოტა დაივენეს. საღამოს 8 საათიდან დილის 5–მდე მუშაობდა საარჩევნო კომისია. ანუ 712 კონვერტის გახსნას და სხვა პროცედურების გავლას 9 საათი დასჭირდა. მეზობელ უბანზე 769 ხმის დათვლა ღამის 3 საათამდე დასრულდა. კონვერტების გახსნის და ხმის დათვლის დროს კომისიის წევრებს თვლემდათ, დამკვირვებლების უმეტესობა კი ფერად სიზმრებს ნახულობდა. ხმის დათვლა დარღვევების გარეშე წარიმართა. ჩემს მიერ გაკეთებული „ეგზიტპოლები“ (კონვერტიდან ბიულეტენს ვინც იღებდა, მის გვერდით ვიჯექი და ვინიშნავდი რომელ კანდიდატს რამდენი ხმა ქონდა) გარდა მერობის კანდიდატის, გიორგი უგულავას ხმებისა, ყველა დაემთხვა საბოლოო შედეგებს. ჩემი „ეგზიტპოლების“ შედეგად გიორგი უგულავას 330 ხმა ქონდა, ბიულეტენების დათვლის შემდეგ კი მას 340 ხმა აღმოაჩნდა.
საარჩევნო კომისიის მდივანი, მანანა მიგრიაული ოქმს თავჯდომარის მოადგილესთან ერთად ავსებდა. უფრო ზუსტად კი მოადგილის კარნახის შედეგად წერდა მონაცემებს. ერთმა უკარნახა, მეორემ ჩაწერა, მესამემ მთვლემარე თვალებით დააკვირდა და საარჩევნო პროცესიც დასასრულს მიუახლოვდა. ოქმები ქსეროქსზე გადაიღეს, კომისიის თავჯდომარემ ხელი მოაწერა და დილის 5 საათიც შესრულდა.
ოქმის მიღებისთანავე საარჩევნო უბანი დავტოვე, თუმცა შეგრძნება არც თუ ისე სასიამოვნო მქონდა. 712 ამომრჩევლის ხმის მიცემის პროცესს ვაკვირდებოდი, მე თვითონ კი ხმის მისაცემად არ წავედი.
დიდი დოქტორი imoloa მცენარეული წამალი არის საუკეთესო სამკურნალო საშუალება აივ-ვირუსისგან, მე 8 წლის განმავლობაში დიაგნოზირებული ვიყავი აივ-ით, და ყოველდღე ყოველთვის ვეძებდი კვლევებს, რომ გამერკვია ამ საშინელი დაავადებისგან თავის დაღწევის შესანიშნავი საშუალება, რადგან ყოველთვის ვიცი, რომ რა ჩვენ გვჭირდება, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა დედამიწაზეა. ასე რომ, ინტერნეტის ძებნაში მე დავინახე რამდენიმე ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ექიმმა imoloa განკურნოს აივ ძლიერი მცენარეული მედიკამენტებით. მე გადავწყვიტე ამ მამაკაცთან დაკავშირება, მე დაუკავშირდა მას მცენარეული მედიკამენტები, რომლებიც მე მივიღე DHL კურიერის მომსახურებით. და მან მიბიძგა, როგორ. მე მას ვთხოვე გამოსავალი, რომ მცენარეული მედიკამენტები ორი კვირის განმავლობაში მიეღო. შემდეგ მან დაავალა დავალება გამეწმინდა, რას ვაკეთებ. შემომხედე (აივ NEGATIVE). მადლობა ღმერთს Dr. Imoloa– ს სამკურნალოდ, ძლიერი მცენარეული საშუალების გამოყენებისთვის. მას ასევე აქვს განკურნება ისეთი დაავადებებისათვის, როგორიცაა პარკონის დაავადება, ვაგინალური კიბო, ეპილეფსია, შფოთვითი აშლილობები, აუტოიმუნური დაავადებები, ტკივილი, ზურგის ტკივილი, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ. sprains, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, sprains, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ფსიქიური დაავადებები და ქცევითი დარღვევები, კისტოზური ფიბროზი, ჰიპერტენზია, დიაბეტი, ასთმა, აუტოიმუნური შუამავლობით ართრიტი. თირკმელების ქრონიკული დაავადება, ართრიტი, უკანა ტკივილი, იმპოტენცია, ფეტა ალკოჰოლის სპექტრი, დისტალური დარღვევები, ეგზემა, კანის კიბო, ტუბერკულოზი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ყაბზობა, ნაწლავის ანთებითი დაავადება, ძვლის კიბო, ფილტვის კიბო, პირის ღრუს, პირის ღრუს კიბო, სხეულის ტკივილი და ა.შ. ცხელება, ჰეპატიტი ABC, სიფილისი, დიარეა, ჰანტინგტონის დაავადება, უკან გამონაყარი, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ადისონის დაავადება, ქრონიკული დაავადება, კრონის დაავადება, კისტოზური ფიბროზი, ფიბრომიალგია, ნაწლავის ანთებითი დაავადება, სოკოვანი ფრჩხილის დაავადება, დამბლა, სელიას დაავადება , ავთვისებიანი მელანომა, მანია, მელორეოსტოზი, მენეიერის დაავადება, მუკოპოლისაქარიდიოზი, გაფანტული სკლეროზი, კუნთების დისტროფია, რევმატოიდული ართრიტი, ალცჰეიმერის დაავადება ელ.ფოსტით - drimolaherbalmademedicine@gmail.com / ან ss whatssapp .... + 2347081986098
ReplyDelete